ერაყში 3000-მდე აშშ-ის ჯარისკაცი დარჩება

ამერიკის ხმა

აშშ-ის სამხედროების ცნობით, სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო გამოვა ერაყიდან.   აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის ფრენკ მაკკენზის განცხადებით, ერაყში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა 5 200-დან 3 000-მდე შემცირდება და მოიცავს ერაყელი პარტნიორების დახმარებას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დარჩენილი გადმონაშთების წინააღმდეგ.  მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკელების რწმენის გამოხატულებაა, რომ ერაყის არმიას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა აქვს. ამის პარალელურად, 8 600 აშშ სამხედრო ავღანეთშია განლაგებული.     https://www.amerikiskhma.com/a/us-troop-withdrawal-iraq/5576935.html #ახალი_ამბები