ახალ ზელანდიაში სკოლის ავტობუსი მატარებელს შეეჯახა
Tbilisi Daily
ახალ ზელანდიაში სკოლის ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მატარებელს შეეჯახა. შემთხვევა ქალაქ პალმერსტონ-ნორთში, ველინგტონიდან 140 კილომეტრში მოხდა. დაშავებულია 40 მოსწავლე. 6 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მძიმედ დაშავდა ავტობუსის მძღოლი, რომელიც ჰოსპიტალში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. შემთხვევის მიზეზები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება.