ბანკების ასოციაცია: გარკვეული ჯგუფებისთვის სესხებზე შეღავათების გახანგრძლივება განიხილება

Tbilisi Daily

კომერციული ბანკების მიერ გარკვეული ჯგუფებისთვის სესხებზე შეღავათების გახანგრძლივება განიხილება. ამის შესახებ TbilisiDaily - ის ბანკების ასოციაციიაში განუცხადეს. როგორც ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებმაც პანდემიით გამოწვეული კრიზისისას შემოსავლები დაკარგეს. ძნელაძის თქმით ამ საკითხებზე კომერციული ბანკები მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად იმსჯელებენ. მისივე განმარტებით, სესხზე შეღავათის გახანგრძლივების საკითხის განხილვა, ამჯერად, ინდივიდუალურად მოხდება. რაც შეეხება რა ტიპის იქნება ეს შეღავათები, ამაზე ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს და დეტალები სავარაუდოდ მომავალ კვირას დაზუსტდება. #სესხი #საბანკოშეღავათები #ბანკები #ბანკებისასოციაცია #tbilisidaily #dailynews