არ გასხვისდება, არ მოიჭრება და შეენახება მომავალ თაობას -მეუფე გერასიმე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144034
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემით, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან, ტყე არ გასხვისდება და მომავალ თაობას შეენახება.
"ძალიან ბევრი ადგილი არის, ტყეები, სადაც არის მონასტრები და ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ ძალიან ბევრი ადგილმდებარეობა შეინარჩუნა, გადაარჩინა და ეს უკვე სახელმწიფოს კეთილი ნება და მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ყველას ეცოდინება, რომ არ გასხვისდება, არ მოიჭრება და შეენახება მომავალ თაობას. სადაც არის ისეთი ადგილები, სადაც მონასტრებია, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ნახოთ, მაგალითად, ჩვენთან სქურში, როგორი შენახულია და იქიდან ერთი ცალი ხის გატანა არ ხდება", - განუცხადა ,,რუსთავი 2-ს" სასულიერო პირმა.