საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტი. ეს ეპიდემიის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 158-მდე გაიზარდა.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30902526.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)