ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების გამო კიდევ ორი სკოლა დაიხურა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსისშემთხვევების გამო, ბათუმის მესამე სკოლა დროებით დაიხურა. ვირუსი დაუდასტურდა სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელსა და ორ პედაგოგს. მანამდე კი კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითარდადეგებამდე დარჩენილ დღეებში მოსწავლეებიდისტანციურ რეჟიმში ისწავლიან. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა კერძო სკოლა ''გიმნაზია 21-ე საუკუნეც''. ორი სასწავლო დაწესებულება კი, რომლებიც ამ დრომდე დახურული იყო გაიხსნა და მოსწავლეები საკლასო ოთახებში განაგრძობენ სწავლას. ბათუმის მეორე და 28-ე სკოლებმა მუშაობა დღეს განაახლეს.