მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც მეორე დღეა დაკარგულია. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა არის ბავშვის გაუჩინარების მიზეზი. დილიდან სამძებრო სამუშაოებში  20-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო, მოზარდს ეძებენ დრონების საშუალებითაც. გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30735839.html #ახალი_ამბები #twitter