უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის 100 000 ლარით შეამცირებას მხარი დაუჭირეს
Batumi Daily
აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურით მიმდინარეობს სხდომა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ. განიხილება ხარჯების შემცირება - კონკრეტულად კი, 100 000 ლარის დანაზოგი სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების შეკვეცით.
ხარჯების კიდევ უფრო ეფექტური შეკვეცის მოტივაციით, დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების წევრებს შესთავაზა, ფრაქციები გაეუქმებინათ და ხარჯები კიდევ უფრო შეემცირათ. ცნობისთვის, "ქართული ოცნება", მიუხედავ იმისა რომ ერთი პარტიაა, პარლამენტშიც და აჭარის უმაღლეს საბჭოშიც რამდენიმე ფრაქციითაა წარმოდგებილი.
ბაგრატიონის გათვლებით, ამ ფრაქციების გაერთიანებით ნახევარი მილიონი ლარი დაიზოგება, რადგან ფული ფრაქიის თავმჯდომარეების ხელფასსა და ტრასნპორტაციაზე აღარ დაიხარჯება. დეპუტატს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა დავით გავბაიძემ, საბჭოს თავმჯდომარემ. "შენ რომ კითხვებს სვამ, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში მაგსიგრძე კითხვები არ არსებობს" - უთხრა გაბაიძემ დეპუტატს.
"არცერთი საქმიანი შენიშვნა მათი მხრიდან არ ყოფილა" - განუცხადა გაბაიძემ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, ახლა ფრაქციების გაუქმება რამდენიმე სახელმწიფო მოხელის გათავისუფლებას ნიშნავს და ეს კრიზისის პირობებში მიუღებელია.
სხდომის ბოლოს, 11 ხმით 6-ის წინაარმდეგ ბიუჯეტის 100 000 ლარით შემცირებას საბჭომ მხარი დაუჭირა.
#საბჭო #პოლიტიკა #ბიუჯეტი #აჭარა #batumidaily