თამარ მეარაყისვილის განცხადება: ანატოლი ბიბილოვი არის ბოროტი ადამიანი.. საქართველოს ხელისუფლება კი თხლე და არაფრის მაქნისი.

Gori Daily

ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, გუშინ ტრაგიკულად გარდაცვლილ, ჯუმბერ მელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსს ავრცელებს. "დილიდან მიკავშირდებიან ჟურნალისტები ჯუმბერ მელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მას არ ვიცნობდი. არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის ისტორია და ასევე არ ვიცოდი ოჯახის მცდელობის შესახებ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეყვანათ სამკურნალოდ. ანატოლი ბიბილოვი არის ბოროტი ადამიანი. არ მოვერიდები ამის თქმას. საქართველოს ხელისუფლება კი მთხლე და არაფრის მაქნისი. ითვალეთ გარდაცვლილების თავები ახლა და აკეთეთ განცხადებები მწუხარე სახით, დაიმუქრეთ რომ არავის შეარჩენთ და ვიცხოვროთ ამ რეჟიმში წლები. ან გირჩევთ, ყველა რომ დავიხოცებით, ერთად გააკეთეთ განცხდება რაიონის დახურვაზე- უფრო ეფექტური იქნება. უპასუხო კითხვას დავსვამ- მეათე თვე რომ მთელი რაიონი მძევლად ვართ აყვანილი, ვინმეს სადმე უჩივლეთ? მილაძე თვეების განმავლობაში გადაყვანას რომ ითხოვდა, მაშინ სად იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია? სადაა სათითაო გარდაცვლილზე საჩივარი? თუნდაც საქართველოს პროკურატურამ აღძრა საქმე? ჰოდა კარგად იყავით თქვენი ყალბი განცხადებებით." #სამოქალაქოაქტივისტი #ახალგორი #ოკუპაცია #goridaily