მოსახლეობა უკვე ასახელებს სარიტუალო დარბაზებს და იქ ყოფნის თარიღებს - რუსუდან შავიშვილი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა საზოგადოების მხრიდან იგრძნობა თანმხვედრი ნაბიჯები და მათ დაიწყეს იმის გამჟღავნება თუ როდის და რომელ სარიტუალო დარბაზში იმყოფებოდნენ. ''ჩაღრმავებული ეპიდკვლევისას არცერთი არ ადასტურებდა სარიტუალო დარბაზში ყოფნისას ფაქტს. გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და ასახელებენ სარიტუალო დარბაზებს და იქ ყოფნის თარიღებს. მე ვფიქრობ, რომ ის მოწოდება რაც იყო რეკომენდაციების დაცვის შესახებუგულველყოფილი აქვთ სარიტუალო დარბაზებს და ალბათ ამას უკავშირებდნენ, რომ თვითონ ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ ყველაფრის დამრღვევები'' - განაცხადა რუსუდანშავიშვილმა. რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ ქორწილში კორონავირუსიერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა, რამაც გურიას 'მწვანე ზონის' სტატუსი მოუხსნა. დღეს კი პრემიერმა განაცხადა, რომქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდახუთი დამატებითი კლასტერი შექმნა.