როდესაც „მერსედესით“ ჩავიდნენ ავტობანზე, იქ გაიმართა ჩხუბი - რას ყვება დაკავებულის ადვოკატი

Tbilisi Daily

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი მუმლაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ხიდზე მომხდარი ჩხუბის შესახებ გამოძიებას მიაწოდა ყველა ინფორმაცია რაც იცოდა. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბში არ მონაწილეობდა და ვერც იმას აკონკრეტებს დაინახა თუ არა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი. “ირაკლი მუმლაძემ სიმართლე მიაწოდა გამოძიებას, რაც მოხდა და რაც ნახა თავისი თვალით, იმყოფებოდა ვერცხლისფერ „მერსედესში“, როდესაც ჩადიან და ჩხუბში აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა არ ადასტურებს ვინმეს ცემის ფაქტს. ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, კატეგორიულად გამორიცხავს ხელში რაიმეს ჭერას. შაქარაშვილი დაინახა თუ სხვა პირები ამას ვერ მიკონკრეტებს, იმიტომ რომ სახელებით და გვარებით არავინ არ იცის. ირაკლი მუმლაძე იმყოფებოდა წვეულებაზე და იმყოფებოდა „მერსედესში“. ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, არ ვიცი რას ედავებიან. როდესაც მერსედესით ჩავიდნენ ავტობანზე, იქ გაიმართა ჩხუბი - ამას ადასტურებს. შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ ჩასვლის შესახებ არაფერი იცის. ესენი ჩავიდნენ თუ არა გადმოდიან მანქანიდან და იწყებენ ჩხუბს ისინიც და ესენიც, ორმხრივი კონფლიქტია. მუმლაძეს დაზიანებები არ აქვს,მისთვის დაზიანება არ მიუყენებიათ და არც მას მიუყენებია სხვისთვის“, - ამბობს დათუნა მოდებაძე.