„ედისონ რისერჩმა“ გამოიკვლია ოპოზიციიდან სასურველი პრემიერობის კანდიდატები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი გამოკვლევის შედეგების თანახმად, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ლიდერობს ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის. მოქალაქეები პასუხობენ შეკითხვას, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში? დავით ბაქრაძე - 26% გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 20% გრიგოლ ვაშაძე - 18% მიხეილ სააკაშვილი - 7% ნიკა მელია - 5% შალვა ნათელაშვილი - 4% ირმა ინაშვილი - 2% მამუკა ხაზარაძე - 2% საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა. კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30731930.html #ახალი_ამბები #twitter