ერევანში აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

Pirveliradio Ge

ერევანში აქციაზე შეკრებილების ნაწილი მტავრობის სახლში შეიჭრა. დემონსტრანტებმა მთავრობის სახლში ავეჯი დაამტვრიეს, ასევე ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს. ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი თქმით, "განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის".