სახელმწიფოს 1200-დან 1600-მდე ინფიცირებული პაციენტს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება შეუძლია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141953 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს. „არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი დარჩენილიყო ადეკვატური მკურნალობისა და მოვლის გარეშე. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. ასე ვფიქრობ დღეს 400 პაციენტია, სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ პაციენტს 1200-დან 1600 პაციენტამდე, სახელმწიფო უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის. შემდგომში კი არ მიატოვებს ისევ უზრუნველყოფს, გეგმა ბე არსებობს, 2 ათას საწოლზე, გეგმა ცე არსებობს 10 ათას საწოლზე, მაგრამ იქ უკვე ეს მომსახურება ვეღარ იქნება ისეთი სრულყოფილი. იქ მომსახურება ის ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი მდგომარეობით, ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად პაციენტების სახლში დარჩენით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.