Გარეგინ მეორემ ფაჺინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

Tbilisi Daily

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. „პრემიერ-მინისტრს შევხვდით. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, შიდა და გარე გამოწვევებისა და პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, მას გადადგომისკენ მოვუწოდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეტაკებები და მოვლენების ტრაგიკული განვითარება“, - ნათქვამია კათოლიკოსის წერილში. გარეგინ მეორემ ასევე მოუწოდა პარლამენტს, საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ, ახალი პრემიერი აირჩიონ და ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩამოაყალიბონ.