Post

Tbilisi Daily

ლუკა სირაძის საქმეში ახალი დეტალები ირკვევა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ახალ დარღვევებს ააშკარავებს. ლონდა თოლორაიას უწყების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევები არის გამოვლენილი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონითა და უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო შეექმნა. ასევე, ის არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. რაც შეეხება ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებულ მთავარ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი. #ლუკა #სირაძე #პოლიცია #დანაშაული #მარინა #ჩოლოიანი #tbilisidaily #news