2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ხმაურიანი სპეც-ოპერაცია ჩატარდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143237 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ხმაურიანი სპეც-ოპერაცია ჩატარდა. მიზეზი, ხელისუფლების მხრიდან ნარკო-ვაჭრობის აკრძლვა იყო. კლუბებიდან ხალხი ძალის გამოყენებით გამოყარეს, რასაც ახალგაზრდების მხრიდან ხმაურიანი აქციები მოჰყვა, პროტესტს პოლიციამ აგრესიით უპასუხა, რაც მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა. ვითარების დაძაბვის, შემდეგ გიორგი გახარია აქციაზე მივიდა და მათ ბოდიშიც მოუხადა. იმავე დღეს პირობა დაიდო, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის აქტიური ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, თუმცა დღემდე ხელისუფლების მხრიდან პირობა არ შესრულებულა.