ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

Tbilisi Daily

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ფორმულა" ავრცელებს. ჟურნალისტი უწყებაში 3 აგვისტოს, 11:00 საათზე, უნდა გამოცხადდეს. მისი გამოკითხვა, ,,შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება.