გალ ჰირშს საქართველოში, თავდაცვის სფეროში კორუფციული საქმიანობის გამო შესაძლოა ბრალი წარუდგინონ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უცხოური მედიის მიერ გავრცელებულსტატიაში წერია, რომ შესაძლოა გალ ჰირში საქართველოში, თავდაცვის სფეროში განხორციებული საქმიანობის გამო, შესაძლოა კორუფციის ბრალდებით დააკავონ. პროკურატურა ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს ედავებასაქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სამშაბათს, უწყების მიერ გალ ჰირშისთვისგაგზავნილ ოფიციალური შეტყობინებში წერია,რომ იგეგმება მისთვის და კიდევ 3 პირისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება მოსმენების დაწყებამდე. ბრალდებები საგადასახადო დანაშაულებს ეხება, რომლებიც სავარაუდოდ 2007-2009 წლებში განხორციელდა. სახელმწიფო პროკურორის თანახმად, ხსენებული პირები (ჰირში, ოდედ შახნაი, იანივ ადამი და მიხაელ ბენიმინი) იყვნენ პარტნიორები კომპანიაში „დამცავი ფარი“, რომელიც თავდაცვის სფეროში კონსულტაციებით და სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფდა საქართველოს, ასევე შუამდგომლობდა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვას საქმესთან დაკავშირებით. გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანია მსგავს მომსახურებას 2007-09 წლებში სხვა ქვეყნებსაც უწევდა. პროკურატურის ინფორმაციით ხსენებულმა პირებმა შემოსავლების სახით მიიღეს 40 მილიონი შეკელი (11,5 მილიონი დოლარი), მიიღეს რაც არ განუცხადეს საგადასახადო უწყებას. მათივე ინფორმაციით, ოთხმა ბიზნესპარტნიორმა ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერნზიში შექმნა კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი, რომელსაც ისინი იყენებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად, რის შემდეგაც ისინი იყოფდნენ თანხებს, მაგრამ შემოსავლებს ისრაელის საგადასახადო უწყებას უმალავდნენ. პროკურატურის ინფორმაციით „2007-2009 წელს ოდედ შახნაიმ არ მიუთითა თავის დეკლარაციაში, 19,5 შეკელის ოდენობის შემოსავლების შესახებ. თაღლითური სქემის გამოყენებით საგადასახადო ინსპექციის მოტყუების მიზნით, თანხები კი, გადაირიცხა მის პირად საბანკო ანგარიშებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ჯერსიში და შვეიცარიაში“. შახნაის ასევე ბრალად ედება გერნზიში Fortis Bank-ის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაც, რომ თითქოს მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების წყაროს არ წარმოადგენდა იარაღით ვაჭრობა. ჰირშს ბრალად ედება 2008 წლის დეკლარაციაში 6,1 მილიონი შეკელის (1,7 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა პირადი შემოსავლების დეკლარაციაში. 2009 წელს მან 3,3 მილიონი შეკელის (950 000 დოლარი) ოდენობის პირადი შემოსავლები შვეიცარიაში გახსნილი საიდუმლო საბანკო ანგარიშიდან, სავარაუდოდ, გადაურიცხა კომპანიას Gal Hirsch Ltd ისრაელში. შემდეგ ამ კომპანიამ, სავარაუდოდ, გამოწერა ინვოისები უცხოური კომპანიის სახელზე, რომელიც აკონტროლებდა ხსენებულ საბანკო ანგარიშს შვეიცარიაში. ისრაელის პროკურატურის ინფორმაციით, ეს ინვოისები გაყალბებულია. მიხაელ ბენიმინის ბრალად ედება საგადასახადო უწყებისთვის 13,6 მილიონი შეკელის (3,9 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა, ხოლო იანივ ადამს ბრალად ედება 3,8 მილიონი შეკელის (1,1 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების დამალვა. ჰირში არის პარტია „ლიკუდის“ წევრი პოლიტიკოსი და ამ პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. ბენიმინი არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი. ბოლო პერიოდში ბენიმინის საქმიანობა მოიცავდა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას. იანივ ადამი ისრაელელი მომღერლის, ომერ ადამის მამა. ამ საქმეზე გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს ისრაელის არმიის (IDF) გენერლის, სამხედრო კომპანიაDefensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ და გამოძიების ყველაზე სერიოზულ ბრალდებას სწორედ ქართველი მინისტრის მოქრთამვა წარმოადგენდა.