მსოფლიო ბანკი - 60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება
Headline
მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.
„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს,“ - განაცხადა მალპასმა.
ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანის დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.
#მსოფლიობანკი
#კოვიდ19
#პანდემია
#ეპიდემია
#სიღარიბე