საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ცვლილებათა პაკეტს, რომ რიგი შეზღუდვები დარჩეს-კობახიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143546 საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ცვლილებათა პაკეტს, რომ რიგი შეზღუდვები დარჩეს-განაცხადა უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. "მნიშვნელოვანია, რომ უქმდება საგანგებო მდგომარეობა მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და ამ შეზღუდვების ძალაში დატოვებას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი არის უკვე მომზადებული და ინიცირებული და მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ამ პაკეტს", -განაცხადა კობახიძემ.