ეპიდვითარება საქართველოში
Tbilisi Daily
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 493 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან, თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 35, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 995-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.
სამწუხაროდ, გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 082 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი.