მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. "მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში",-წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე