ხოდორკოვსკი: სააკაშვილის ფანატი არ ვარ, მაგრამ ამჟამად ის პოლიტპატიმარია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლების მიერ რუსეთიდან განდევნილმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
ხოდორკოვკსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ „სააკაშვილის ფანატი“ არ არის, მაგრამ „ამჟამად ის პოლიტპატიმარია და მის მხარესაა“. ხოდორკოვსკის თანახმად, ბავშვობიდან ახსოვს, რომ საქართველოს მცხოვრებთ აღიქვამდა ძალიან კეთილ ხალხად, რომლებიც არ ჰგვანან სტალინს და ბერიას. ოპოზიციონერი რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უბრალოდ, სირცხვილია.
2008 წლის სექტემბერში, კომპანია „იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, იმჟამად რუსეთის საპატიმროში მყოფმა ხოდორკოვსკიმ გამოცემა Moscow Times-თან ინტერვიუში მხარი დაუჭირა კრემლის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და განაცხადა, რომ სააკაშვილმა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, როგორც ჩანს, აშშ-ის თანხმობის გარეშე წამოიწყო სარისკო სამხედრო ოპერაცია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32193881.html
Source: radiotavisupleba.ge