ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ზუგდიდში გამოიკვლიეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხვა დეტალებზე ჯანდაცვის ცენტრში ჯერჯერობით არ საუბრობენ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 აგვისტოს 21 პირის ნიმუში გამოიკვლიეს კორონავირუსზე. აქედან 15 არის საკარანტინო სივრციდან, 2 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 1 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, 3 პაციენტი. მათ შორის კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს დაუდასტურდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 177 პირს დაუდგინდა. მათ შორის 955 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30763365.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_ #კორონავირუსი_(covid-19)