ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ალბათ გეგმავს ბახმუტის ალყაში მოქცევას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის აღებას შეიძლება რუსეთისთვის პირველ რიგში სიმბოლური, პოლიტიკური მიზანი ექნეს“.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32160452.html

Source: radiotavisupleba.ge