აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომეხთა შეიარაღებული ძალების სარდალი ტყვედ აიყვანეს
Tbilisi Daily
სომეხთა შეიარაღებული ძალების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის სარდალი აზერბაიჯანელებმა ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 05:45 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი გორანბოის რაიონში პროვოკაციის მოწყობას შეეცადა. აზერბაიჯანული არმიის დანაყოფების გადამწყვეტი ქმედებების შემდეგ, სომხები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.
შეტაკების შედეგად, სომხური დივერსიული ჯგუფის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი გურგინ ალბერიანი აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა.
აზერბაიჯანული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.