ვენაში მომხდარ ტერაქტზე რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
Tbilisi Daily
ვენაში 2 ნოემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 14 პირია დაკავებული. მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ბანგლადეშის მოქალაქეები. ამის შესახებ გამოცემა Die Presse-ს ვენის პოლიციის უფროსმა გერჰარდ პიურსტლმა განუცხადა.
როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, დაკავებულები 18-დან 28 წლამდე ასაკის პირებია. ყველანი ემიგრანტები არიან, ხოლო ზოგიერთს ავსტრიის მოქალაქეობა არა აქვს.