ილია ელოშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს მისმა ოჯახის წევრებმა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიას ჯერ არ გაუვრცელებია.
ის 47 წლის იყო.
ილია ელოშვილი კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში გახდა მისი მოადგილე. მანამდე ცოტა ხნით იყო ენერგეტიკის მინისტრი. უფრო ადრე, ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძის მუშაობის პერიოდში, იყო მისი მოადგილე, 2003 წლიდან კი საქმიანობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31878189.html
Source: radiotavisupleba.ge