საქართველოში 5000-ს გადააჭარბა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.   24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში: 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36; 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39; 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45; 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38. https://www.radiotavisupleba.ge/a/30983448.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები