შსს "გირჩის" შტაბებად გადაკეთებულ კაფე-ბარებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა იმ ბარებზე, რომლებიც "გირჩის" შტაბის სახელით სამეწარმეო საქმიანობას შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ. შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS" იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევას ედავება.
"ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ", - აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განაცხადებასისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. 16 ოქტომბრიდან 22:00 საათის შემდეგ აკრძალულია თბილისსა და იმერეთში კაფე-ბარებისა და კვების ობიექტების მუშაობა. რეგულაციების მიხედვით, საარჩევნო კამპანიებზე შეზღუდვები არ ვრცელდება და სწორედ ამ მიზნით, კაფე-ბარების ნაწილი "გირჩის" საარჩევნო შტაბებად გადაკეთდა და აგრძელებს კომერციულ საქმიანობას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30901243.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)
#არჩევნები_2020