ნავალნი რუსებს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ საპროტესტო აქციებზე გამოსვლას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ციხეში მყოფმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, მოუწოდა მის მომხრეებს, რომ მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში რიგით მეორე საკვირაო აქციებზე, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება დაკავებულია ნავალნის თანამებრძოლების დაშინებითა და ანგარისშწორებით. 28 იანვარს სასამართლომ არ დააკამყოფილა ნავალნის აპელაცია და იგი პატიმრობაში დატოვა 15 თებერვლამდე, როგორც ეს წინა სასამართლომ დაადგინა. თავის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში, ალექსეი ნავალნი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, დაივიწყონ შიში და დაიწყონ ახალი საპროტესტო გამოსვლები. „გამოდი, ნურაფრის შეგეშინდება. არავის სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტირანია და კორუფცია სუფევს. უმრავლესობა ჩვენ მხარეზეა“, - წერს მიმართვაში ალექსეი ნავალნი. ალექსეი ნავალნი და მისი მომხრეები საერთოეროვნულ აქციის გამართვას, კვრას, 31 იანვარს გეგმავენ. წინა კვირას ნავალნის გათავისუფლების მოხოვნით რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, რომელსაც კრემლმა სასტიკი რეპრესიებით უპასუხა. დემონსტრაციების დროს პოლიციამ 4000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო. მოწამვლისთვის ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს https://www.radiotavisupleba.ge/a/31075706.html #ახალი_ამბები #twitter