მინისტრის პასუხი ლავასოღლის ახლობლებს

Tbilisi Daily

''მე ვფიქრობ, რომ ყველა პატიმრის პრობლემა ყოველთვის არის არაკომპეტენტური ადვოკატი, რომელსაც გონია, რომ ქვეყანაში ძველი კონსტიტუცია მოქმედებს და პროკურატურა იუსტიციის მინისტრს ექვემდებარება'' -ასეთი პასუხი გასცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. კანონიერი ქურდის ახლობლებს. როგორ გაგრძელდება პროტესტი და ძალაშია დარჩება ტუ არა სარფის საბაჟოს ჩაკეტვის გადაწყვეტილება მინისტრის პასუხის შემდეგ - მოშიმშილეები და აქციის მონაწილეები გეგმების შესახებ 15 საათზე ისაუბრებენ. მინდია გორაძის იგივე ლავასოღლის ახლობლები თურქეთის საპატიმროში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის გათავისუფლებას ან ექსტრადირებას ითხოვენ. მოთხოვნით 15 პირი მეოთხე დღეა შიმშილობს.