ანტიქართული და ანტისომხური განწყობები

Sokhumi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირველი დაინფიცირებული მამაკაცი იყო, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოიყვანეს. მეორე სომეხი და ორივე შემთხვევაში იყო ანტისომხური და ანტიქართული განწყობები აფხაზეთში. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში ბევრი ამ განწყობას არ იზიარებს, ანტიქართული კამპანია აგორდა და დასკვნის გაკეთება არაა რთული, რადგან აფხაზურმა მხარემ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე გამოაქვეყნა ამ ქალბატონის ვინაობა... დაინფიცირება მოსალოდნელი იყო აფხაზეთში, რადგან ბევრი ემიგრანტი გადმოკვეთდა ფსოუს საზღვარს და ასეც მოხდა. თუმცა იმედია, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებნ და ინფექცია არ მიიღებს მასიურ სახეს. #განწყობა #აფხაზეთი #SokhumiDaily