რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არაა — გახარია კონგრესის კომიტეტის კანონპროექტზე
On.ge
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კონგრესის კომიტეტის კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის "დაკავებას" ითვალისწინებს. როგორც პრემიერი კანონპროექტზე საუბრისას ამბობს, ამაში სასიამოვნო არაფერია.
https://on.ge/story/59585-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%96%E1%83%94
"ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, როგორც ჩანს, ის შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა წინასაარჩევნო, ჩვენი შიდა დაძაბულობა გარეთაც გადის", — განაცხადა გახარიამ.
#News