სლოვენიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 1 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
სლოვენიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სლოვენიაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 982-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, სლოვენიაში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულია 6 922 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ე.წ „კომენდანტის საათი“ მოქმედებს, რომელიც გუშინ დააწესეს.