კინოთეატრები 15 სექტემბერს გაიხსნება, თეატრები კი მუშაობას პირველ ოქტომბერს დაიწყებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,კინოთეატრები 15 სექტემბერს გაიხსნება, თეატრები კი მუშაობასპირველ ოქტომბერს დაიწყებენ. მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ისინი წარმოდგენებს პირბადით დაესწრებიან.
დღეს გამართულ ბრიფინგზეშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ სპექტაკლები უწყვეტად, შესვენების გარეშე უნდა გაიმართოს.
''15 სექტემბრიდან ნებადართული ხდება კინოჩვენება, პირველიოქტომბრიდან კი თეატრების ფუნქციონირება. ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა. ზოგადი მოთხოვნებია სკრინინგის განხორციელება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი ადამიანი დაშვებული. ასევე თეატრებში პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრა სამი საათით, ეს მოიცავს შენობაში შესვლას, წარმოდგენის ნახვას და მის დატოვებას ამ ვადაში. სპექტაკლი უნდა გაიმართოს უწყვეტად. დაშვება მოხდება პირბადით, მაყურებლები კი თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან'' - განაცხადა ბექა ფერაძემ.
კორონავირუსისპანდემიის გამო კინოთეატრების მუშაობა შეჩერებულია.