ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 111 818  გამოჯანმრთელებულია - 92 215  გარდაცვლილია - 1 051  კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 102 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 739 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 192 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #სამეგრელო #zugdididaily