რონალდო კლუბს უბრუნდება
Headline Sport
ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე 72 დღიანი პაუზის შემდეგ თავის კლუბს დაუბრუნდა და ჯგუფურ ვარჯიშებს შეუერთდა.
35 წლის ფორვარდი ტურინში, კლუბის ბაზასთან შეამჩნიეს, იქამდე სანამ სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და გუნდს შეუერთდებოდა.
კრიშტიანუ რონალდო ტურინი ინტერთან 2-0 გამარჯვების შემდეგ დატოვა და მშობლიურ მადეირაზე გაემგზავრა. ეს ბოლო მატჩი იყო, რის შემდეგა პანდემიის გამო ჩემპიონატი შეწყდა.
პორტუგალიელი ტურინში ორი კვირის წინ, კერძო თვითმფრინავით დაბრუნდა, რის შემდეგაც საკუთარ სახლში 2 კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა.
#headlinesport
#sport
#football
#ronaldo
#cristiano
#juventus
#coronavirus
#რონალდო
#იუვენტუსი
#კორონავირუსი