საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1028 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა Stopcov.ge-ზე.
ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, COVID-19 კიდევ 4-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 899 გახდა.
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.