ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

Tbilisi Daily

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ მორიგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მხოლოდ იერუსალიმში 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა პრემიერის რეზიდენციასთან მსვლელობა მოაწყვეს. თელ-ავივში აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანთან რამდენიმე გზა გადაკეტეს. ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. მას ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.