ჯაფარიძე: გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, ეს ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 3% მოაგროვა.   რაც შეეხება დედაქალაქის მონაცემებს, "Ipsos"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "გირჩი" მესამე ადგილს იკავებს 8%-ით. პირველ და მეორე ადგილებს „ნაციონალური მოძრაობა“ 35%-ით და „ქართული ოცნება“ – 30%-ით იკავებენ. „მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს. საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია“, - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30923103.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020