საქართველოში 55 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

Tbilisi Daily

მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 358 კოვიდინფიცირებულიდან 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „4 358 ინფიცირებულიდან 55 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 41 კოვიდინფიცირებულია. აქედან 5 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი.