“ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში.” - ჟურნალისტების განცხადება

Batumi Daily

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ვებგვერდზე ახალი ამბების ჟურნალისტების სახელით განცახდება გამოქვეყნდა. გთავაზობთ ტექსტს: “მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სხვადასხვა დაინტერესებული პირი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე. თუმცა, მათ სარეაქციო მუშაობაში უკანონო ჩარევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის ან რომელიმე თემის დაბლოკვის შესახებ რაიმე მტკიცებულება დღემდე არ წარმოუდგენიათ. ჩვენ, ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში. საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის შემთხვევაში კი ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს” შეგახსენებთ, რომ განცხადება ტელევიზიის მენეჯმენტმაც გამოაქვეყნა 10 ივნისს და ისაუბრა იმაზე, რომ ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა არ წარმოადგენენ პარტიის (“ევროპული საქართველოს”) რიგით წევრებს. განცახდებას გიგა ბოკერია გამოეხმაურა და იგი მკაცრად გააკრიტიკა. სწორედ, ამის შემდეგ გამოქვეყნდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სახელით აღნიშნული ტექსტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჟურნალისტები სრულიად თავისუფალ გარემოში მუშაობენ. #აჭარისტელევიზია #აჭარა #განცხადება #ბათუმი #BatumiDaily