ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140337 ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ახალი კორონავირუსით ბელარუსის დამსახურებული არტისტი, მსახიობი ვიქტორ დუშკევიჩი გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ალექსანდრ ლუკაშენკომაც დაადასტურა. "დუშკევიჩის ცოლი ჯანმრთელია, შვილიც ჯანმრთელია, რადგან ძლიერი იმუნიტეტი აქვს, სამწუხაროდ თვითონ ვერ გადაიტანა, საავადმყოფოში უკვე მძიმე პნევმონიით მიიყვანეს", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 მარტის მონაცემებით, ახალი კოროანავირუსზე ეჭვით საავადმყოფოში 144 პაციენტი გადაიყვანეს. დაკვირვების ქვეშ რჩება 105 მოქალაქე. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ბელარუსში ამ დრომდე დაავადების 152 შემთხვევაა გამოვლენილი.