უკანონო თევზჭერის ფაქტი ხობში.
Zugdidi Daily
ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი დააფიქსირეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით – თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. არსებული ინფორმაციით ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ.
მასალები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.“
#ხობი #უკანონოთევზჭერა #ბრაკონიერები #სამეგრელოზემოსვანეთი #შსს #გამოძიება #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com