კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს უახლოვდება
Tbilisi Daily
კოვიდნფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 4 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია 250 ათასზე მეტი.
გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარება შეერთებულ შტატებშია, სადაც 1,206,822 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18,700 ბოლო 24 საათის განმავლობაში. გარდაცვლილია 69,335 ადამიანი, საიდანაც 737 ახალი შემთხვევაა. შემდეგ მოდის ესპანეთი, რომელიც კვლავ რჩება ევროპაში პანდემიის ეპიცენტრად. ესპანეთში ინფიცირებულია - 248,301. 5 მაისს ქვეყანაში 1,179 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 25,428, საიდანაც 164 - გარდაცვალების ახალი ფაქტია.
#news
#usa
#spain
#covid19
#coronavirus
#dailynews