მიქაუტაძემ მონპელიე დატოვა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ნაკრების მორაგბემ კონსტანტინე მიქაუტაძემ 'მონპელიე' ოფიციალურად დატოვა სადაც 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო. ქართველი მეორეხაზელი მონპელიესთან ერთად 2017-2018 წლების სეზონში საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მორაგბე. მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, ქართველ მორაგბეს ''ბორჯღალოსნებში'' 2 ლელო აქვს დადებული. მას აჟენის, ტულონისა და მონპელიეს რიგებში უთამაშია.