მსხვერპლი მოჰყვა სროლას კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კოპენჰაგენი პოლიციის ცნობით, 3 ივლისს "რამდენიმე ადამიანი" დაიღუპა კოპენჰაგენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად და შემთხვევასთან კავშირით დაკავებულია 22 წლის მამაკაცი.
"ვიცით, რომ არის რამდენიმე დაღუპული, რამდენიმე დაჭრილი" - განაცხადა პოლიციელმა სიორენ თომასენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ტერორიზმი ამ ეტაპზე არ გამოირიცხება და მსროლელი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. ეჭვმიტანილს "ეთნიკურ დანიელად" აღწერენ.
შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტოები, რომლებიც ასახავს როგორ გარბის ხალხი დანიის ამ უმსხვილესი სავაჭრო ცენტრიდან.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდამსხმელს სანადირო თოფი ჰქონდა.
კოპენჰაგენის ცენტრალურმა საავადმყოფომ სააგენტო როიტერსს აცნობა, რომ მიიღო "პაციენტების მცირე ჯგუფი" და მათ მოსავლელად დამატებით გამოიძახა სამედიცინო პერსონალი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31927168.html
Source: radiotavisupleba.ge