საქართველოში 1000-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1012-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3958 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 108 690 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3531-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 89 170. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში: 1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28; 2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7; 3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20; 4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19; 5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20; 6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22; 7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18; 8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34; 9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24; 10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22; 11 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45; 12 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33; 13 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3473. გარდაცვლილი 37; 14ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3504. გარდაცვლილი 33; 15 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3020. გარდაცვლილი 34; 16 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3157. გარდაცვლილი 30; 17 ნოემბერი - ახალი შეთხვევა 3117. გარდაცვლილი 45; 18 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3443. გარდაცვლილი 37; 19 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3 697. გარდაცვლილი 38; 20 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3768. გარდაცვლილი 41; 21 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3824. გარდაცვლილი 33; 22 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 4048. გარდაცვლილი 49; 23 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3958. გარდაცვლილი 36. https://www.radiotavisupleba.ge/a/30964109.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)